კვირას, 6 ივნისს, ლოს-ანჯელესში, NBA-პლეი-ოფის პირველი რაუნდის გადამწყვეტ მეშვიდე მატჩში “კლიპერსმა” მოახერხა “დალასთან” სახლში გამარჯვება (126:111, 4-3). შედეგად, “კლიპერსი” დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია. სეზონის უკანასკნელ მატჩში, “მავერიქსის” ფლეიმეიკერმა ლუკა დონჩიჩმა 46 ქულა და 14 გადაცემა მოაგროვა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.
“ფილადელფია” საკუთარ მოედანზე “ატლანტასთან” დამარცხდა (124:128, 0-1). ეს მეორე რაუნდის პირველი მატჩი იყო. “ატლანტას” შემადგენლობაში ტრეი იანგმა 36 ქულა დააგროვა. “სიქსერქსის” მხარეს კი ტრავმის შემდეგ ახალ დაბრუნებულმა ჯოელ ემბიდიმ 39 ქულას მოუყარა თავი.