ორშაბათს, 14 ივნისს, NBA პლეი-ოფების მეორის წრის ორი მატჩი გაიმართა.
ჯოელ ემბიდის”ფილადელფიამ” სტუმრად 18 ქულიანი გაქცევა ვერ გამოიყენა და ვერ შეძლო ზედიზედ მესამე გამარჯვება. ტრეი იანგის ჯორჯიის გუნდმა ურთიერთშეხვედრების ანგარიში გაათანაბრა (103-100, 2-2).
“კლიპერსი” რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულს შეხვდა ლოს-ანჯელესში. გაიმარჯვეს და ანგარიშიც გაათანაბრეს -2:2. კალიფორნიელებს კავაი ლენარდმა და პოლ ჯორჯმა 62 ქულა მოუტანეს (118-104, 2-2).