ხვალ 24 ივნისს NBA-ს დრაფტი გაიმართება და როგორც საკალათბურთო ექსპერტები ამბობენ ინდიანა პეისერსი, სადაც ქართველი გოგა ბითაძე ასპარეზობს დიდი გაცვლის გაკეთებას გეგმავს.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო ისაა , რომ შესაძლოა ამ გაცვლის ნაწილი სწორედ თავად ჩვენებური ცენტრი გახდეს და გოგამ კარიერა ვაშინგტონ ვიზარდსში გააგრძელოს.
The Athletic-ის ინფორმაციით ამ ტრეიდში – ინდიანა მიიღებს კენტავიუს კოლდუელ-პოუპს, იშ სმიტს და დრაფტის მე-10 არჩევანის უფლებას, სადაც პოლონელი მძიმე ფორვარდის ჯერემი სოხანის აყვანას ვარაუდობენ. ვაშინგტონი კი გოგას გარდა მიიღებს მალკოლმ ბროგდონს და დრაფტზე 31-ე არჩევანს. გამოცემის ექსპერტების აზრით გოგა ბითაძე ვაშინგტონს კარგად მოერგება.
შეგახსნებთ, რომ გოგა ბითაძე 2019 წლის დრაფტზე ინდიანამ პირველი რაუნდის, მე-18 ნომრად აირჩია.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე