“ტოტენჰემის” ნახევარმცველი ჰარი კეინი შესაძლოა კიდევ ერთი სეზონი დარჩეს კლუბში.
კლუბის პრეზიდენტს დენიელ ლევის სურს ფორვარდის შენარჩუნება. მან კლუბის მწვრთნელობის ახალ კანდიდატს უკვე შეატყობინა, რომ ინგლისელი ამ სეზონში არსად არ გადავა, წერს ESPN.
“მანჩესტერ სიტი”, რომელსაც ძალიან სურს ჰარი კეინის შეძენა, ფიქრობს, რომ ამ წელს გართულდება მისი გადმობირება, რადგანაც ის ძალიან ჭირდება “ტოტენჰემს”. “ქალაქელები” მზად არიან, კიდევ ერთი სეზონი დაელოდონ ჰარის. სიტუაციას ართულებს რაჰიმ სტერლინგიც, რომელიც ამ გარიგებაში უნდო მოყოლილიყო. მას არ სურს, რომელიმე შეთანხმების ნაწილი იყოს. “სიტი” 100 მილიონის გადახდას აპირებს და თმობს სტერლინგს, ლაპორტასა და ჟეზუსს.