დღეს ისტბურნში 1/2 ფინალებია და პირველი თამაში იქნება კამილა ჯორჯი(75) ანეტ კონტავეიტის(27) წინააღმდეგ.
კამილამ მართლაც,რომ სენსაციურად იარა ამ ტურნირზე და კვალიფიკაციიდან 1/2 ფინალში გავიდა გზად კი პლისკოვა, როჯერსი და ბოლოს საბალენკაც კი მოიტოვა. საკმაოდ კარგი მოწოდებები გვანახა- საშუალოდ 75%-ს იგებს პირველ მოწოდებაზე.
კონტავეიტი ყველამ კარგად ვიცით და თავისი 27-ე პოზიცია ნამდვილად შეეფერება, რადგან ყველასთავის რთული მეტოქეა და საკმაოდ ძლიერი მოთამაშეებიც ხშირად ყავს დამარცხებული. ამ ტურნირზეც მე-7 ჩოგანი ანდრეესკუ საკმაოდ მარტივად 6-3, 6-3 დაამარცხა, ხოლო დანარჩენი ორი 2-1 მოიგო, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძლიერ მეტოქესთან სხვანაირ მობილიზებას ახდენს.
ლოგიკურად , დღეს კონტავეიტმა უნდა გაამრთლოს ფავორიტის სტატუსი და ამ ტურნირის მოგება ნამდვილად შეუძლია, რადგან უიმბლდონზე ბოლომდე ვერ დაამყარებს იმედებს და ურჩევნია აქამდე მისულს, ეს შანსი გამოიყენოს.
ექსპერტის პროგნოზი:
- კონტავეიტის მოგება
დასაწყისი თბილისის დროით: 14:00 საათი