ევროპაში მიმდინარეობს ამხანაგური მატჩები. ნაკრებები ევრო 2020-ისთვის ემზადებიან. 1 ივნისს 4 საკონტროლო მატჩი გაიმართა.
ხორვატიამ ვერ მოახერხა სომხეთის ნაკრების დამარცხება (1:1). ხორვატებიდან პერიშიჩმა გამოიჩინა თავი, სომხებიდან კი ვბეიმარა ანგულომ.
ჩრდ. მაკედონიამაც ფრე ითამაშა სლოვენიასთან (1:1). ანალოგიურად დამთავრდა სლოვაკეთისა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრაც (1:1).
კოსოვომ სან-მარინო გაანადგურა ანგარიშით 4:1. კოსოვოს მხრიდან ოთხივე გოლი ვედატ მურიკიმ გაიტანა.