ხეტაფე იბრძვის ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად და ჩემი აზრით შინ მინიმუმ არ უნდა წააგოს გრანადასთან.
პროგნოზებს კი რაც შეეხება, მგონია ხეტაფე მინიმუმ 2-ჯერ მაინც მოხვდება თამაშგარეში, გრანადა ზოგადად ნაკლებ ყურადღებას აქცევს დაცვას, მისი მცველები ძალიან წინ ამოდიან და ამიტომაც მათი მეტოქეები ხშირად ხვდებიან თამაშგარეში.
სტატისტიკასაც თუ ჩავხედავთ ხეტაფეც ხშირად ხვდება გრანადასთან ოფსაიდში.
მეორე პროგნოზი ეს არის აუტები.
ხეტაფეს თამაშებში აუტები დიდი ალბათობით ყოველთვის მისაღები პოზიციაა, მითუმეტეს გრანადასთან და მგონია მინიმუმ 45 აუტი იქნება ამ მატჩში.
ექსპერტის პროგნოზი:
- ხეტაფე 1.5-ზე მეტი თამაშგარე
- აუტი 44.5-ზე მეტი
დასაწყისი: 22:00 საათი
