სერბეთის თასის ფინალში ერთმანეთს ცრვენა ზვეზდა და პარტიზანი უპირისპირდებიან. ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია, ცრვენა ზვეზდას 40 მატჩია არ წაუგია, გუნდმა2021 წელს 25 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 22 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, რაც ნამდვილად ძალიან კარგი შედეგია, აღსანიშნავია გოლების რაოდენობაც, 76 გატანილი და 17 გაშვებული, ანუ საშუალოდ მატჩში 3.04 გოლს იტანენ და 0.68ს უშვებენ. რაც შეეხება პარტიზანს, 22 შეხვედრიდან 19 მოიგეს და სამჯერ დამარცხდნენ, მათ შორის ერთხელ სწორედ ცრვენა ზვეზდასთან 1-0. გატანილ და გაშვებულ გოლებს რომ გადავხედოთ აქაც ძალიან კარგი სტატისტიკაა, 60 გატანილი და 12 გაშვებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან რეალურია ორივე გუნდის გატანა და მეტი გოლი, მაგრამ მაბრკოლებს ურთიერთშეხვედრები.. 2020 წლიდან მოყოლებული გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ამ ოთხ შეხვედრაში ჯამში სულ 4 გოლი გავიდა.. ზვეზდა დღეს ფავორიტი მგონია, მაგრამ ვფიქრობ პარტიზანიც მაქსიმალურად დაიხარჯება და გატანას ეცდება.. ამ ორი გუნდის სტატისტიკებში მარტო გოლები არაა თვალშისაცემი, გუნდებს შორის ბოლოსწინა დაპირისპირებაში 11 ყვითელი და 1 წითელი ბარათი იყო, ბოლო შეხვედრაში კი 6 ყვითელი ბარათი.
ლოგიკური პროგნოზი:
- ცრვენა ზვეზდა მოიგებს ერთ ტაიმს მაინც
- ცრვენა ზვეზდა მოიგებს მატჩს(2+კოეფ)
- ცრვენა ზვეზდას 1.5ზე მეტი გოლი(2+კოეფ)
- ორივე გუნდი გაიტანს(2+კოეფ)
- 2.5ზე მეგი გოლი (2+კოეფ)
- ძირითადი შედეგი და ორივე გუნდი გაიტანს 1/კი (4.5+კოეფ)
- ბარათების რაოდენობა 4.5 მეტი
- ბარათების რაოდენობა 5.5 მეტი
დასაწყისი თბილისის დროით: 21:00 საათი
ვალერი ბედოშვილი