სერხიო რამოსს, “რეალთან” კონტრაქტი ხვალ ეწურება და “პსჟ”-თან მართავს მოლაპარაკებებს.
როგორც L’Équipe იუწყება, ესპანელს სურს 2 წლიანი კონტრაქტისა და სეზონში 13 მილიონის ევროს მიღება.
პარიზელებს ეჭვი ეპარებათ, რომ გამართლებული იყოს 35 წლის ფეხბურთელთან ასეთი ვადით კონტრაქტის დადება და თავაზობენ 1+1 სქემას.
შეგახსენებთ, რომ რამოსმა დატოვა “რეალი”, მიზეზი ერთწლიანი კონტრაქტი იყო, რომელსაც მას სამეფო კლუბი თავაზობდა.
.