ჩელსი-რეალი 1/2 ფინალის განმეორებით მატჩი, პირველი მატჩი მოგეხსენებათ ფრედ 1 – 1 დასრულდა. დღეს ამ თამაშიდან 4 პოზიცია ავარჩიეთ.
პირველი ესაა ჩელსის შემდეგ ეტაპზე გასვლა, პირველი მატჩიდან გამომდინარე ჩელსის მცირე უპირატესობა აქვს, საკმაოდ კარგი შემადგენლობა ყავს და აშკარად აქვს იმის ძალა რომ რეალი გამოთიშოს ამ ეტაპიდან და ფინალშიც გავიდეს.
მეორე პოზიციაა აუტების 45.5 ზე ნაკლები, პირველ თამაშში 39 აუტი მოაწოდეს გუნდებმა და დღესაც დიდი ალბათობით არ უნდა იყოს ბევრი აუტი, მაქსიმუმ 42 43, მითუმეტეს 2 ასეთი მაღალი დონის გუნდი როდესაც თამაშობს, ხდება ხოლმე გამონაკლისები, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად.
მესამე პოზიციაა ჯარიმების 26.5 ზე ნაკლები მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე შეიძლება ოდნავ რისკიანი პროგნოზია, მაგრამ აქაც იმ ლოგიკას მივყვებით რომ 2 მაღალი დონის გუნდის დაპირისპირება არ უნდა გამოვიდეს იმდენად ხისტი მატჩი, რომ გუნდებმა ზედმეტად იუხეშონ.
მეოთხე და ბოლო პოზიცია ესაა 4.5 ზე ნაკლები თამაშგარე. აქ ვფიქრობთ რომ მატჩის სტატუსიდან გამომდინარე საკმაოდ ფრთხილ თამაშს შემოგვთავაზებენ გუნდები, ზედმეტად არ გაიხსნებიან და აქედან გამომდინარე ბევრი ოფსაიდიც არ უნდა დაფიქსირდეს ლოგიკურად.
ლოგიკური პროგნოზი:
- ჩელსის გასვლა
- აუტები 45.5 ზე ნაკლები
- ჯარიმები 26.5ზე ნაკლები
- თამაშგარე 4.5ზე ნაკლები
დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი