გუშინ ლივერპულმა ვესტ ჰემის ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა და ისევ ჩემპიონთა ლიგის მიღმაა ამ წუთას. დღეს ჩელსი თითქმის ანალოგიურ სიტუაციაშია, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ქულების დაკარგვის დრო ნამდვილად არ აქვს ჩელსის, თან აქ კიდევ 1 მომენტი ისაა რომ, ბოლო სახლის პრემიერლიგურ მატჩში ჩელსი შინ განადგურდა ვესტ ბრომვიჩთან 2-5. ლოგიკურად დღეს ჩელსიმ უნდა დაამარცხოს ბრაიტონი და კიდევ უფრო უნდა განიმტკიცოს ჩემპიონთა ლიგის ზონა.
ლოგიკური პროგნოზი:
- ჩელსის მოგება
დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი