შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ ევრო-2020 მატჩის წინ არ დაიჩოქებენ.
ამის ნაცვლად, მსაჯის სასტვენამდე, ჩვენ ვიდგებით. შოტლანდიის კაპიტანმა ენდრიუ რობერთსონმა განაცხადა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დისკრიმინაციის აღმოფხვრის წინააღმდეგი ვართ.
“მთავარია ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა რასიზმის პრობლემის წინააღმდეგ და შევცვალოთ ადამიანთა მსოფლმხედველობა და ქცევა ამ საკითხის მიმართ”-განაცხადა “ლივერპულის” ფეხბურთელმა.
შოტლანდია C ჯგუფში თამაშობს ინგლისის ნაკრებთან ერთად, რომელიც მოძრაობა Black Lives Matter მხარდასაჭერად ყოველი მატჩის წინ იჩოქებს.