მაშ ასე, ეს ბოლო ტურის მატჩია ჯგუფში ამ გუნდებისთვის, რომელიც ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს, რადგან ორივე გუნდს მხოლოდ და მხოლოდ მოგება ჭირდება მესამე ადგილზე მოსახვედრად.
შვეიცარიას 1 ქულა აქვს, რომელიც უელსთან მოიპოვა, ხოლო იტალიელებმა 3-0 გაანადგურეს თურქები. შვეიცარია მოგების შემთხვევაში 4 ქულით შეიძლება ითქვას, რომ აუცილებლად გავა 1/8 ფინალში და ამისთვის, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ.
თურქეთმაც მეორე თამაშის წაგებით უელსთან, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ეხლა საკითხავია ეყოფა, თუ არა შვეიცარიასთან გამარჯვება, რადგან ახალი წესებით 6 მესამე ადგილოსანიდან 4 გადის შემდეგ ეტაპზე. ასეა თუ ისე, მათ თავისი გასაკათებელი მაინც უნდა გააკეთონ და ამისთვის უკანასკნელ ძალებსაც არ დაიშურებენ, რაც დაგვანახეს უელსთან მატჩში.
ამ შეხვედრის სტატუსიდან და სიმძიმიდან გამომდინარე უნდა ვიხილოთ ხისტი და შეტევითი თამაში, რასაც ლოგიკურად მოყვება ბარათები კუთხურებთან ერთად.
ექსპერტის პროგნოზი:
- 2.5ზე მეტი ბარათი
- 8.5ზე მეტი კუთხური
- 3.5ზე მეტი ბარათი
დასაწყისი თბილისის დროით: 20:00 საათი 20/06/2021