ერთი შეხედვით ესპანეთი ფავორიტია , თან თითქოს შვეიცარია ფორმაში არაა, მაგრამ შვეიცარიას სახლში 2014 წლიდან არ წაუგია , დამეთანხმებით არ არი სახუმარო ამბავი. ასევე წინა თამაშში შვეიცარიას გოლი არ გაუტანია და ამ თამაშში ვფიქრობ, აუცილებლად გაიტანს, რადგან ესპანეთის დაცვა ვერ არის კარგ ფორმაში. სხვათაშორის, წინა მატჩში პორტუგალიას გოლი გაუტანა შვეიცარიამ, მაგრამ არ ჩაუთვალეს, რომ ჩაეთვალათ ვინ იცის რა შედეგით დასრულდებოდა. ასევე ორი ტრენდი აქვთ გუნდებს – ესპანეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა გუნდი ოფსაიდებში მეტჯერ ხვდება (გამონაკლისი წინა მატჩი იყო), შვეიცარიას პირიქით ტრენდი აქვს – თვითონ ხვდება ხშირად ოფსაიდში . ასე რომ ამ მატჩიდან ორი ფსონი ავარჩიე :
ბენიტო გოგიშვილის პროგნოზი:
- შვეიცარიის 0.5 გოლზე მეტი
- შვეიცარია მოიგებს -1 ფორით ოფსაიდებში (ანუ მეტჯერ მოხვდება ოფსაიდში)
დასაწყისი: 22:45 საათი