ევრო-2020 გადამწყვეტ ფაზაში შედის . ხვალ ორი 1/4 ფინალური მატჩია. შვეიცარია-ესპანეთი ამ ორი გუნდის თამაში ნამდვილი ზეიმი იყო 1/8 ფინალში, შვეიცარიამ დიდი სენსაცია გამოაცხო და ტურნირის მთავარი ფავორიტი გაუშვა სახლში. ხოლო ესპანელებმა დამატებულ დროში დაამარცხეს ხორვატები. ამ თამაშიდან რამოდენიმე პოზიცია ავარჩიე. ვფიქრობ ესპანეთი მოიგებს. ესპანელებმა ტურნირი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს და მერე ნელ-ნელა მოუმატეს, ბოლო ორი თამაში სლოვაკეთთან და ხორვატებთან საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს, აქ შეგვიძლია თავი დავიზღვიოთ და ესპანეთის გასვლაც დავწეროთ. შემდეგი პოზიცია, ეს არის ჯარიმები, აქ ვფიქრობ რომ გუნდები 27 ჯერ არ დაჯარიმდენიან.ორივე ეს გუნდი საკმაოდ კორექტული გუნდია და 27 ჯარიმა ძალიან ბევრია ამ ორი გუნდისთვის.წარმოიდგინეთ, შვეიცარია 120 წუთის განმავლობაში ფრანგებთან მხოლოდ 13 ჯერ დაჯარიმდა. მესამე პოზიცია ეს არის აუტები, ზოგადად მოგეხსენებათ ესპანეთს როგორ უყვარს ბურთის კონტროლი და მათ თამაშებში არ არის ბევრი აუტი, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ახლაც მგონია ასე იქნება და შვეიცარიაც ამ ტურნირზე საკმაოდ ცოტა აუტს აწვდის და არც მისი მოწინააღმდეგები გამოირჩევიან ამით. ამიტომ ლოგიკურია რომ 40 აუტი არ უნდა დაფიქსირდეს.
ექსპერტის პროგნოზი:
-ესპანეთი მოიგებს
-ესპანეთის გასვლა
-ჯარიმები 26.5-ზე ნაკლები
-აუტი 39.5-ზე ნაკლები
დასაწყისი: 02/07/2021 20:00 საათზე