ხუთშაბათი, 23 სექტემბერი, 2021

შევაჯამოთ დღევანდელი ოლიმპიური დღე და ვისაუბროთ ხვალინდელზე

ტოკიო-2020: მეთერთმეტე საშეჯიბრო დღის პერიპეტიები

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან სარბიელზე ხუთი წარმომადგენელი გავიდა, აქედან სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იყო, ორი – მძლეოსანი.

თავდაპირველად ასპარეზობაში სამხტომელი ლაშა ღულელაურის ჩაერთო, მაგრამ რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ საკვალიფიკაციო ხტომებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ფინალს მიღმა დარჩა. კვალიფიკაციის გასავლელად საჭირო იყო მინიმუმ 17,05 მეტრზე გადახტომა, ან 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა.

საღამოს შეჯიბრებაში ჩაერთო ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე, რომელიც ასევე ფინალს მიღმა დარჩა. მისი საუკეთესო შედეგია 19,76 მეტრი, რაც ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. კვალიფიკაციის გასავლელად საჭირო იყო ბირთვის მინიმუმ 21,20 მეტრზე კვრა ან 12 საუკეთესოს შორის მოხვედრა.

სამწუხაროდ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო ბირთვის მკვრელმა ბენიკ აბრამიანმა – სამ აკრძალულ პრეპარატზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და თამაშებიდან მოიკვეთა.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალში გასვლასთან ახლოს იყო 23-წლამდელთა მსოფლიო ს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი რამაზ ზოიძე (67 კგ). ქართველმა ფალავანმა მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშებში ასპარეზობა მერვედფინალში ძალზე გამოცდილ და ტიტულიან მეტოქესთან, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ ისმაელ ბორერა მოლინასთან დაიწყო და დაძაბულ შეხვედრაში 3:2 გაიმარჯვა.

ზოიძემ ურთულესი ბარიერის გადალახვის შემდეგ, დევნილთა გუნდის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდისთან ეფექტური გამარჯვებაც მიითვალა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა აზიის ჩემპიონთან, ირანელ მოჰამადრეზა გერაისთან ფინალში გამსვლელი ორთაბრძოლა პირველი პერიოდის მოგებით დაიწყო (1:0), მაგრამ მეორეში საკვანძო მომენტში ქართველს გაფრთხილება მისცეს, მეტოქეს ქულა და ზოიძე ჩოქბჯენში გაუშვეს, რაც ირანელმა 2 ქულაში გარდასახა. შეფასება უსამართლოდ მიიჩნიეს ჩვენმა მწვრთნელებმა და „ჩელენჯი“ მოითხოვეს. კონკრეტული ეპიზოდის განხილვამ შედეგი არ გამოიღო და ზოიძე დამატებითი ქულით დააჯარიმეს. მალევე ზოიძემ კიდევ ორი ქულა დაკარგა. შედეგად, ირანელმა 6:1 გაიმარჯვა, ზოიძეს კი 4 აგვისტოს ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მიეცემა. სამედლო ბრძოლაში მისი მეტოქე იქნება ეგვიპტელი ელსაიდ იბრაჰიმ მუჰამედ ელსაიდი.

წარუმატებლად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ლაშა გობაძე (87 კგ).
ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ხალიჩაზე გამოსვლას მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ 37 წლის უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან შეხვედრით შეუდგა. გობაძემ პირველი პერიოდი 3:0 მოიგო და ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ მეორე პერიოდში უკეთ მეტოქემ იასპარეზა და მეოთხედფინალშიც ის გავიდა (5:6). გობაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა, რადგან ასაკალოვი მომდევნო წრეში დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უშედეგო გამოდგა გიორგი მელიასთვის. ქართველმა ფალავანმა 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მოუგებლად დაასრულა.

23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი მელია ასპარეზობას 2 აგვისტოს მერვედფინალიდან შეუდგა. 24 წლის ქართველ ფალავანს პირველ მეტოქედ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ასევე ორგზის ჩემპიონი მუსა ევლოევი ჰყავდა. სამწუხაროდ ქართველი ფალავანი დებიუტშივე დამარცხდა (1:3), მაგრამ მეტოქის ფინალში გასვლამ მელიას 3 აგვისტოს, ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მისცა, რაც გამოუყენებელი დარჩა – უნგრელი ალექს გერგო ჟოკესთან 1:5 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

4 აგვისტოს სარბიელზე გავა ძალოსნობაში რიოს თამაშების ტრიუმფატორი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე.
ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას თბილისის დროით 14.50 საათიდან შეუდგება.

 

 

©საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

პოპულარული

სევილია-ვალენსია: (ექსპერტის პროგნოზი)

მორიგი საინტერესო მატჩი გაიმართება ლა ლიგაში (და სავარაუდოდ, ასევე მორიგი მატჩი გიორგი მამარდაშვილისთვის).  წინა ტურში ვალენსიამ ბოლო წუთებზე გაუშვა მოგება ხელიდან, არადა, შეეძლო შინ...

მილანი-ვენეცია: ექსპერტის პროგნოზი

მილანი საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა ახალ სეზონს, ბოლო ტურში გასვლაზე ტურინთან შეძლო ქულების გაყოფა. დღევანდელ თამაშში ვფიქრობ, რომ ბევრი აუტი არ იქნება, ვინაიდან მილანი შინ...

დღევანდელი აუტების 9 პროგნოზი ლაშა კაიშაურისგან

სალერნიტანა-ვერონა  35.5-ზე მეტი აუტი მონაკო-სტ.ეტიენი           44.5-ზე მეტი აუტი ნანტი-ბრესტი                    47.5-ზე მეტი აუტი ესპანიოლი-ალავესი   ...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ფეიენოორდი-ჰერენვენი                 39.5-ზე ნაკლები აუტი სევილია-ვალენსია                       ...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ხეტაფე-ატლეტიკო            მეორე გუნდი მოიგებს ერთ-ერთ ტაიმს ხეტაფე-ატლეტიკო            პირველი გუნდის 2.5-ზე მეტი ბარათი ატალანტა-სასუოლო ...

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

1. რიზე-ალთაი ალთაის       1.5-ზე მეტი გოლი 2. ბოლონია-ჯენოა               კი 3. ბოლონია-ჯენოა               მეორე...

უახლესი

სამპდორია-ნაპოლი: ექსპერტის პროგნოზი

სამპდორია ოთხი ტურის შემდეგ 5 ქულა დააგროვა და ერთადერთი წაგება აქვს შინ - მილანთან . არც ძალიან შედეგიანობით არ გამოირჩევა და ბურთების შეფარდება 5:3-ზე...

ჩარლზ ბარკლიმ  საინტერესო ისტორია გაიხსენა მაიკლ ჯორდანის შესახებ

NBA-ს ყოფილმა მოთამაშემ, დღეს უკვე ექსპერტმა, გაგვიზიარა საინტერესო ისტორია ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შესახებ. - “მატჩის დღეს, როდესაც ამერიკის თასზე ვთამაშობდით პუერტო რიკოს წინაამღდეგ, მე, ჩაკ...

სევილია – ვალენსია: ფანის პროგნოზი

სევილიას ძალიან უყვარს ბურთის კონტროლი ნებისმიერ გუნდთან და მათ შორის ვალენსიასთანაც, თუმცა ვალენსიამ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და თამაშს ხშირად აკონტროლებს ხოლმე. წინა ტურშიც...

ფეინოორდი-ჰერენვენი: ექსპერტის პროგნოზი

როტერდამელები ძალიან კარგ ფორმაში არიან, ბოლო ტურიც ამის დასტურია, სადაც მათ სტუმრად პსვ გაანადგურეს. დღევანდელი მატჩიდან აუტების პოზიცია ავარჩიე, ვინაიდან წინა სეზონიდან მოყოლებული საკმაოდ ცოტა...

დღევანდელი აუტების 9 პროგნოზი ლაშა კაიშაურისგან

სალერნიტანა-ვერონა  35.5-ზე მეტი აუტი მონაკო-სტ.ეტიენი           44.5-ზე მეტი აუტი ნანტი-ბრესტი                    47.5-ზე მეტი აუტი ესპანიოლი-ალავესი   ...

რენი-კლერმონი: ლოგიკური პროგნოზი

ორი შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდი, რომელთაც თამაშის ბოლოს საკმაო რაოდენობის დარტყმები უგროვდებათ და ლოგიკურად დღესაც უნდა ვიხილოთ მინიმუმ ბევრი დარტყმა მაინც, თუ გოლები არა. ლოგიკური...

მსგავსი სიახლეები