ფინეთი-ბელგია
ბელგია უკვე 1/8 ფინალშია და ელოდება თავის მოწინააღმდეგეს, ფინეთსაც ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ 1/8 ფინალში გავიდეს.კარგი შანსი აქვს კი ვამბობ,მაგრამ ამისთვის საჭიროა მინიმუმ ქულა აიღოს ბელგიასთან, რაც, რათქმაუნდა , არც ისე იოლია.
ვინაიდან ბელგია გასულია, ლოგიკურად ბევრი წამყვანი ფეხბურთელი უნდა დაასვენოს.
გამომდინარე აქედან მგონია, რომ იქნება საკმაოდ ლაღი თამაში ბელგიელების მხრიდან, ბურთის ხშირი კონტროლი. დიდი შანსია დე ბრუინმა და ედენ აზარმა ძირითადში ითამაშონ, გამონდინარე იქედან, რომ ორივემ საბოლოოდ მოიშუშა ტრავმა და წინა თამაშებშიც კი მიიღეს მონაწილეობა, დე ბრუინმა კი საერთოდ გამარჯვებაც კი მოუტანა ბელგიას დანიელებთან.
ამ თამაშში მგონია, რომ არ იქნება ბევრი აუტი.
ექსპერტის პროგნოზი
-აუტების რაოდენობა 38.5 -ზე ნაკლები.
დასაწყისი: 21/06/2021 23:00