მართალია ბუქმეიქერები თურქებს თვლიან აშკარა ფავორიტად და იდეაშიც მარტივ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მთლად ასეც არ უნდა იყოს ჩემი აზრით. ფენერმა შესაძლოა მოიგოს ეს შეხვედრა, თუმცა ქულათა დიდი სხვაობით არ მგონია. ფრანგები ამ მომენტისთვის ცუდად არ გამოიყურებიან და იოლი თამაში თურქებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ. მითუმეტეს პირველ წრეში ფრანგებმა ბევრისთვის მოულოდნელად დაამარცხეს ფენერი 2 ბურთიანი სხვაობით, ხოლო მანამდე ფენერმა მოუგო ლიონს და მხოლოდ 4 ბურთიანი სხვაობით შეძლო ეს. ფენერბახჩემ ორი დღის უკან ჩემპიონატში ითამაშა ეფესის წინააღმდეგ და ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა, 71 ქულა აიღო და ბოლო მეოთხედში საერთოდ მიაგდო თამაში: მხოლოდ 8 ქულის აღება მოახერხა, რაც უბრალოდ სამარცხვინო შედეგია კალათბურთში!… ფაქტია ფენერი მის სათამაშო კონდიციებში ვერაა და არა მგონია ფრანგებს შანსი არ ჰქონდეთ დღეს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ვილერბანის გამოყვანა ასეთ აუტსაიდერად ალოგიკურად მიმაჩნია. სასწაულს თურქებისგან არ ველი.
რაც ამ თამაშში ყველაზე მეტად მგონია ესაა ვილერბანის პლუს ფორით არწაგება და იმედია გამართლდება ეს პოზიცია.
კოკა კვერნაძის პროგნოზი:
- ვილერბანის 2 (+11,5)
დასაწყისი: 21:45 საათი