იტალიის ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ფაბიო კანავარომ ევრო-2020-ზე იტალიის გამარჯვებაზე ინერტვიუში ისაუბრა.
-მე გამიხარდა. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ კიელინიმ აწია თასი. 2006 წელს, როდესაც მე მსოფლიო თასი აღვმართე ის ტრიბუნაზე იყო. მაშინაც ერთად ვთამაშობდით. მე მას ძალიან ვაფასებ.
-მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ თქვენ “ოქროს ბურთიც” გადმოგცეს. შეგიძლიათ ეს სცენარი კიელინიზეც წარმოიდგინოთ?
-ჯორჯო მშვენივრად გამოვიდა ევროზე, მაგრამ ნამდვილი ჩემპიონი ჯანლუიჯი დონარუმაა. საოცარია, მაგრამ ევრო-2020-მდე იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას ჩვეულებრივ, კარგ მეკარედ თვლიდნენ. მასში არაფერია ჩვეულებრივი, დაწყებული იმ სიმშვიდით, რომელიც მას აქვს 22 წლის ასაკში.
-დონარუმა უფასოდ გადავიდა “პსჟ”-ში . ეს იტალიური ტოპ-კლუბებისთვის დანაკარგია?
-რათქმაუნდა, რადგანაც უახლოესი 10-15 წელიწადი, ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება. არაუშავს, მისი თამაშის ყურებით ნაკრებში დავტკბებით.
-2021 წლის “ოქროს ბურთს” დონარუმას გადასცემდით?
-არა, მე მას მესის მივცემდი. ლეო-აბსოლუტური ნომერი პირველია, მთავარი მოქმედი პირი ამერიკის თასზე- თქვა 2006 წლის ჩემპიონმა.