“ბარსელონას” ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელ სემუელ უმტიტის შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.
როგორც Diario Sport იუწყება, ფრანგი არ აპირებს “ბარსადან” წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ის გააფრთხილა კონტრაქტის გაწყვეტის მზაობაზე. მოქმედი შეთანხმებით ფეხბურთელი 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. მისი ხელფასი კი წელიწადაში 16 მლნ ევროა.
თუ კი “ბარსა” გაწყვეტს კონტრაქტს, ის FIFA-ს მიმართავს.