სამშაბათი, 28 ივნისი, 2022

ტრანსფერები – დიბალა მადრიდში?

პაულო დიბალა ახალი კლუბის პოვნას ჩქარობს და იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მან შესაძლოა კარიერა ესპანეთში განაგრძოს.
არგენტინელი ფეხბურთელი მადრიდული კლუბების, რეალის და ატლეტიკოს რადარზე გამოჩნდა, თუმცა იმისთვის, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდებმა პაულო დიბალას კონკრეტული შეთავაზებით მიმართონ, მათ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდიდან უნდა გაუშვან.
როგორც იწერებოდა ფეხბურთელის ინტერში ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ნერიაძურისთან მოლაპარაკებები შეჩერებულია, ინტერი კი ამ ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს.
Tuttosport-ის ცნობით, კარლო ანჩელოტი 28 წლის ფეხბურთელის თაყვანისმცემელია და მარკო ასენსიოს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მის დამატებას აუცილებლად ეცდება. ანალოგიურად სურს მისი დამატება როხიბლანკოს დამრიგებელ დიეგო სიმეონეს – ჭორის დონეზე კი არგენტინელის სახელი მილანს და რომასაც დაუკავშირეს, მაგრამ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რა მოთხოვნასაც ამ სეზონში რომა ვერ დააკმაყოფილებს, ხოლო მილანს რაც შეეხება, დიდი შანსია როსონერიმ პაულო დიბალას მიერ მოთხოვნილი ანაზღაურება ვერ გადაუხადოს. აქედან გამომდინარე ამ ტრანსფერების შანსი მცირეა.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე

პოპულარული

ტრანსფერები – ლუის სუარეზი არგენტინაში ითამაშებს

ლუის სუარეზი ევროპულ ფეხბურთს ემშვიდობება. ურუგვაელი ფეხბურთელი კარიერას არგენტინაში, კერძოდ რივერ პლეიტში გააგრძელებს. ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს მადრიდის ატლეტიკო  თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამ დროის...

ტრანსფერები – რა ხდება იუვეს გარშემო?

ფედერიკო გატი, პოლ პოგბა და ახლა უკვე თითქმის დასრულებული მესამე სატრანსფერო გარიგება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ანხელ დი მარია გახლავთ. იუვენტუსი კი ამაზე გაჩერებას...

ეროვნული ლიგა – ლოკოს კრიზისი გრძელდება

გასულ კვირაში თბილისის ლოკომოტივმა სეზონში, უკვე რიგით მესამე მწვრთნელი წარადგინა. ალექსანდრე ინწკირველმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და მისი შემცვლელი ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი იქნება. გუშინ...

NBA – ირვინგმა გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

როგორც იქნა ბრუკლინის კალათბურთელმა, კაირი ირვინგმა გადაწყვეტილება მიიღო და მან The Athletic-თან საუბარში დაადასტურა, რომ ის ბრუკლინში რჩება. მისი ანაზღაურება მომავალ წელს 37 მილიონი დოლარი...

ჩოგბურთი – ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო შედეგით დაიწყო. კაცთა ერთეულთა თანრიგში, ჩვენი ქვეყნის ერთადერთმა წარმომადგენელმა,  ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პირველ წრეში 36 წლის ჩეხი ლუკას როსოლი...

უახლესი

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

ინგლისის 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ეფექტურ, სანახაობრივ და ამავდროულად პრაგმატულ ფეხბურთში აჩვენეს მასტერკლასი. გუნდმა სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა 7-0 საერთო გოლების სხვაობით, ორში კი...

ტრანსფერები – რა ხდება იუვეს გარშემო?

ფედერიკო გატი, პოლ პოგბა და ახლა უკვე თითქმის დასრულებული მესამე სატრანსფერო გარიგება, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ანხელ დი მარია გახლავთ. იუვენტუსი კი ამაზე გაჩერებას...

NBA – ირვინგმა გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა

როგორც იქნა ბრუკლინის კალათბურთელმა, კაირი ირვინგმა გადაწყვეტილება მიიღო და მან The Athletic-თან საუბარში დაადასტურა, რომ ის ბრუკლინში რჩება. მისი ანაზღაურება მომავალ წელს 37 მილიონი დოლარი...

მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის

დასასრულს უახლოვდება ევროპის ჩემპიონატი 19 წლამდელებს შორის. დღეს, 1/2 ფინალური მატჩები იმართება და ერთ-ერთს გთავაზობთ. ინგლისის ნაკრები მთავარი ფავორიტია ტურნირის, ამ ასაკში ყოველთვის გამორჩეული თაობა ყავთ...

ჩოგბურთი – ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო შედეგით დაიწყო. კაცთა ერთეულთა თანრიგში, ჩვენი ქვეყნის ერთადერთმა წარმომადგენელმა,  ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პირველ წრეში 36 წლის ჩეხი ლუკას როსოლი...

მსგავსი სიახლეები