შაბათი, 22 იანვარი, 2022

ტატო მახაშვილი – ჩემი აზრით მთავარი იმედგაცრუება ინგლისის ნაკრები იქნება

ევრო 2020-ის დაწყებამდე როგორც ვიცით 12 დღე რჩება და სანაკრებო სამზადისები უკვე სრული სვლით მიმდინარეობს, ჩვენ კი ჩემპიონატამდე ვეცდებით მაქსიმალურად შეგიქმნათ განწყობა და სხვადასხვა ადამიანების პროგნოზები შემოგთავაზოთ, დღევანდელი ჩვენი სტუმარი პორტალ sporti.ge-ის თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ტატო მახაშვილია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?
პირველ რიგში ალბათ საფრანგეთს გამოვყოფდი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი შესაშურ ფორმაშია და შემადგენლობაც ყველაზე მეტად დაბალანსებული ჰყავთ, ასევე მათ მხარეზეა როგორც მწვრთნელის, ასევე შემადგენლობის უმეტესობის დიდი საერთაშორისო გამოცდილება

მეორე ალბათ ბელგიაა, ასევე თანაბრად ძლიერი შემადგენლობიდან გამომდინარე, ასევე მოვიდა დრო ბელგიამაც დაამტკიცოს თავისი ამბიციები, რომელიც ამ გუნდს ბოლო წლებია არ აკლია…

მესამე ადგლზე მიუხედავად დიდი კონკურენციისა – მაინც გერმანიას დავაყენებდი, ასევე თანაბარი და ძლიერი ნახევარდაცვისა და შემტევი ხაზის გამო (კლასიკური 9 ნომერი ისევ არ ყავთ, მაგრამ ყველას გვახსოვს 2014) თან ეს ლიოვისთვის ბოლო ტურნირია და შესაბამისად გერმანელი სპეციალისტი მანშაფტთან ერთად მიცემული ბოლო შანსის ბოლომდე გამოყენებას შეეცდება

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება ევროზე და რატომ გგონია ასე?

ამ კუთხით ჩემი ასე ვთქვათ „ფავორიტი“ ინგლისის ნაკრებია… ალბიონელები როგორც ყოველთვის ფავორიტის რანგში ხვდებიან ტურნირს, თუმცა მათ აკლიათ კარგი მწვრთნელი, საჩემპიონო ნაკრებისთვის საჭირო თავდაჯერება და მგონია, რომ ეს უფრო მაგარი ინდივიდუალისტების გუნდია ვიდრე შეკრული მექანიზმი…

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ნაკრები ალაბთ პოლონეთი, რა თქმა უნდა ფენომენალური „ლევანგლოსკის“ დამსახურებით და მონდომებით, ინდივიდუალურადაც რობერტის კიდევ ერთხელ გაბრწყინებას ველი, პირადად მას „გასაბრწყინებელი“ არაფერი სჭირს და ყველამ ვიცით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) მოთამაშეა, მაგრამ სუსტი ნაკრების გამო დიდ სანაკრებო ფორუმებზე შანსი ნაკლებად ეძლეოდა, ასევე მისი ასაკიდან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ რომ დიდი შანსია ეს მისთვის ბოლო ან ბოლოსწინა დიდი სანაკრებო ტურნირი იყოს (მომავალ მსოფლიოზე ალბათ მაინც იქნება), ლევანდოვსკი ძალიან მოინდომებს ევრო პირველობების ისტორიაში თავისი კვალი დატოვოს…

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

ჩემი ფავორიტი გუნდი გემანიაა და როგორც წინა კითხვაზე გიპასუხეთ, ფავორიტებს შორის ალბათ მესამე ადგილზე დავაყენებდი, თუმცა ლიოვის ფორმაციის ნაკრებისგან ჯგუფში ჩარჩენაც კი არ არის გამორიცხული, ისევე როგორც ტრიუმფალური ჩემპიონობა… თუმცა დაველოდოთ, ფრანგებთან პირველ დაპირისპირებაში ალაბთ ბევრი რამ გამოჩნდება

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?
ახალი და საინტერესო იქნება ალბათ ის, რომ ჩემპიონატი ბევრ ქვეყანაში ტარდება შესაბამისად ევრო-2020 მართლაც თითქმის სრულიად ევროპას მოიცავს

მადლობა

პოპულარული

ლაციო – ატალანტა: Logicbet-ის პროგნოზი

შაბათი დღის ცენტრალური მატჩი სერია ა-ში. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ბერგამოში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ატალანტა წაგებას 94-ე წუთზე გადაურჩა და მატჩი ფრედ...

Logicbet-ის ბილეთი #2

სამსუნსპორი-ქოჩაელისპორი 1 (1.50) ნოთსი-ბარნეტი 1 (1.60) ვერონა-ბოლონია კი (1.60) უტფორდი-ნორვიჩი  1 (2.00)

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

პარმა-ფროზინონე 1X აინტრახტი-არმინია ბილეფელდი 1 ესპანიოლი-ბეტისი X2 უტფორდი-ნორვიჩი კი

ჰამბურგი – სტ. პაული: Logicbet-ის პროგნოზი

ჰამბურგის დერბის ნებისმიერი შედეგის მოტანა შეუძლია, გულშემატკივარი კი ნათელ და ნაყოფიერ ფეხბურთს ელის. ბოლო 3 მატჩიდან 2-ში ორივე გუნდმა გაიტანა გოლი, იგივეს ველოდები დღესაც. ექსპერტის...

აროუკა – ბენფიკა: Logicbet- ის პროგნოზი

ბენფიკამ ბოლო 2 თამაში ჩააგდო და ამით საკმაოოდ ჩამორჩა ლიდერთა ჯგუფს. დღეს აროუკას ესტუმრება და დიდი ალბათობით 3 ქულასაც ჩაიწერს აქტივში. პროგნოზი კი მგონია, რომ აროუკა...

უოტფორდი – ნორვიჩი: Logicbet-ის პროგნოზი

ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს ამ გუნდებს შორის. ორივე გუნდი ცხრილის ქვედა საფეხურზეა და ფაქტიურად 6 ქულიანი მატჩია. უოტფორდი ძალიან ცუდ ფირმაშია და ბოლო რვა თამაშიდან...

უახლესი

ფიურტი-მაინცი: Logicbet-ის პროგნოზი

ჩემი აზრით, ამ ორი გუნდისთვის წლევანდელი ბუნდესლიგა დასრულებულია, ფიურტი გავარდნილია მეორე ბუნდესლიგაში, ხოლო მაინცი დიდი ალბათობით ისევ პირველ ბუნდესლიგაში იქნება. მაინცს აქვს შანსი შემდეგი...

ნოტინგემი-დერბი: Logicbet-ის პროგნოზი

დერბი ქაუნთი შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ გასვლით მატჩებს მეტად სუსტად ატარებს. ნოტინგემ ფორესტმა იცის მოედნის ფაქტორის გამოყენება, კარგად თამაშობს თავის ტერიტორიაზე “ცხვრების” წინააღმდეგ და უბრალოდ...

ინტერი-ვენეცია: Logicbet-ის პროგნოზი

ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი შინ ვენეციას უმასპინძლებს და დიდი ალბათობით მორიგ სამ ქულას ჩაიწერს. ინტერს დიდი საჩუქარი გაუკეთა სპეციამ, როდესაც სან სიროზე მილანი დაამარცხა. ჩემი...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ბოხუმი-კიოლნი კი ლევანტე-კადისი კი ლაციო-ატალანტა კი ევერტონი-ასტონ ვილა  კი  

ლანსი-მარსელი: Logicbet-ის პროგნოზი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ლანსი მარსელს “ბოლერ-დელელის” სტადიონზე უმასპინძლებს. ტურის ცენტრალურ მატჩში ლიგის მეექვსე და მეოთხე ნომრების დაპირისპირებას ვიხილავთ. ლანსი, მარსელისგან განსხვავებით, უფრო შემტევია...

Australian Open: 1/16 ფინალი, წყვილები, კაცები

1. რ. კლაასენი / ბ. მაკლახლანი - დ. ინგლოტი / კ. სკუპსკი სეტების რაოდენობა (3 სეტიანი) 3 2. დ. კიოპფერი / ი.ლ. შტრუფი - ა. ბეჰარი...

მსგავსი სიახლეები