თბილისის “დინამოს” ნახევამცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა -წერს “Чемпионат”-ის ჟურნალისტი ანდრეი პენკოვი.
მისი წყაროებით, 18 წლის ჰავბეკმა “დინამოსთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“Спорт-Экспресс”-ის ჟურნალისტი კონსტანტინ ალექსეევი ამ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ტრანფერის ღირებულება 1,5 მილიონი ევროა. გაგნიძე “დინამოს” ავსტრიის შეკრებებზე უნდა შეუერთდეს. ეს ივლისის პირველ რიცხვებში მოხდება.