ჩილეს ნაკრების ფეხბურთელებმა დაარღვიეს სანიტარული პროტოკოლი და ტურნირის დისციპლინა. მათ ამერიკის თასის დროს სექს- საღამო მოაწყვეს.
ნაკრების შვიდმა ფეხბურთელმა -არტურო ვიდალმა (“ინტერი”), ჰარი მედელმა (“ბოლონია”), პაბლო არანგისმა (“უნივერსიდად დე ჩილი”), ედუარდო ვარგასმა (“ატლეტიკო მინეირო”), ჟან მენესესმა (“ლეონი”), პაბლო გალდამესმა (“ველეს სარსფილდი”) და გილერმო მარიპანმა (“მონაკო”) სასტუმრო Gran Hotel Odara-ში მეძავები აიყვანეს.
ჩილეს ნაკრებს შაბათს და კვირას არ უვარჯიშია. უფრო სწორად “ვერ”, გასაგები მიზეზების გამო. ამ სკანდალის შემდეგ, ნაკრების მწვრთნელმა მარტინ ლასარტემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.