აფრიკის თასზე ფლეი-ოფები დაიწყო. ასეთი ერთ-ერთი მატჩი გაიმართება სენეგალსა და კაბო ვერდეს შორი. კაბო ვერდე ფლეი ოფში მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მე-3 ადგილოსანი იყო. სენეგალს რაც შეეხება, არც მათ ჩაუტარებიათ დიდად გასაოცარი მატჩები, 3 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, 3 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვეს. არადა სენეგალის შეტევით ხაზზე ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, როგორიცაა სადიო მანე. პროგნოზს რაც შეეხება, მგონია სენეგალი მოიგებს და გავა შემდეგ ეტაპზე. კაბო ვერდე არ არის ის გუნდი, რომ სენეგალმა ვერ შეძლოს მისი გაგდება , თან ძირითად დროში.
ექსპერტის პროგნოზი:
- სენეგალი მოიგებს
დასაწყისი: 20:00 საათი
