ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მწვრთნელს გარეტ საუთგეიტს კონტრაქტს ევრო-2024 მდე გაუხანგრძლივებს.
“ჩვენ გვსურს, რომ გარეტმა გააგრძელოს ნაკრებში მუშაობა. გარეტმა იცის, რომ მის მუშაობას ჩვენ შესანიშნავად ვაფასებთ. ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს ნაკრებში.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჩვენ მასთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ”-თქვა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გენ. დირექტორმა მარკ ბალინგემმა.
საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში 2016 წლიდან მუშაობას, მისი ხელმძღვანელობით ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა.