სამშაბათი, 25 იანვარი, 2022

სალომე ბალახაშვილი – ვფიქრობ რომ წელს თურქები გაგვაოცებენ. მგონია, რომ ეს ნაკრები ბევრ კარგ სიურპრიზს შემოგვთავაზებს

ბევრი თვლის, რომ ფეხბურთი მამაკაცების სპორტია, თუმცა ძალიან ხშირად სუსტი სქესის წარმომადგენლები ჩვენზე არანაკლებად გულშემატკივრობენ და ესმით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი, ამის დასტური ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი, ბოლნისის „სიონის“ მედია-ოფიცერი, სპორტული ჟურნალისტი სალომე ბალახაშვილია:

ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?

ყველა ჯგუფში მყავს ჩემი ფავორიტი, თუმცა აქედან გამოვარჩევდი – საფრანგეთს, პორტუგალიას და ესპანეთს. რა თქმა უნდა, თუკი მანამდე ერთმანეთს არ გადაეყარნენ. ვფიქრობ, ბელგიაც ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი იქნება. ძალიან მესიმპატიურება ეს გუნდი და მათგან სიურპრიზებსაც ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი ბოლო წლებია გამოცოცხლდა. ვულკანსაც კი შევადარებდი, მაინც მგონია, რომ პლეი ოფს ვერ გასცდება.

მართალია მანჩინიმ იტალიის ნაკრების თამაში უფრო დინამიური გახადა და ჩემს საფეხბურთო გემოვნებასთან ჰარმონიაში მოიყვანა. თუმცა, ამ ნაკრებს, მაინც არ ვქომაგობ და იმედია შორს ვერ წავა.

ჩემს მიერ ჩამოთვლილ სამი ფავორიტი გუნდიდან, ვფიქრობ საფრანგეთს მეტი შანსი აქვს. მით უმეტეს ბენზემა ნაკრებში დაბრუნდა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. ევროპის ჩემპიონატზე სხვა ნაკრებს ვგულშემატკივრობ, თუმცა ძალიან მინდა ბენზემამ თავისი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს და ბომბარდირი გახდეს.

ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?

იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ. უფრო მოლოდინი მაქვს, რომ ნიდერლანდები შორს ვერ წავა. ამ ნაკრების თამაშს, რომ ვუყურებ სულ მრჩება ისეთი გრძნობა, რომ ეს არის მზე, რომელიც არ ათბობს. რაც შეეხება ფეხბურთელს, მგონია რომ გულშემატკივარს იმედებს, მსოფლიო ვარსკვლავი და პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი, კრიშტიანუ რონალდო გაუცრუებს. მიუხედავად ამისა, პორტუგალიის ნაკრები გამოკვეთილ ფავორიტად მიმაჩნია. ძალიან მომწონს მათი გუნდური შემოქმედება მოედანზე და კომბინირებული ფეხბურთი.

ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?

ის თამაშები, რაც ბოლო პერიოდში ვნახე, ვფიქრობ რომ წელს თურქები გაგვაოცებენ. მგონია, რომ ეს ნაკრები ბევრ კარგ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. რაც შეეხება ფეხბურთელს, ახლა თავს შევიკავებ. ჯგუფური თამაშების დროს, პროცესში გამოჩნდება…

ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?

ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული დაიწყო ფერნანდო იეროთი და გუტიერესით (გუტი), რაც ეს ფეხბურთელები ეკრანზე ვნახე, მას შემდეგ “ფურია როხას” ქომაგი ვარ. რა შედეგიც არ უნდა დადონ, რა ფორმაციის ნაკრებიც არ უნდა იყოს,  ყოველთვის სიამოვნებას ვიღებ მათი ფეხბურთის თამაშით.

ამიტომ მინდა რომ ამ ჩემპიონატში შორს წავიდნენ და დიდხანს ვისიამოვნო მათი ფეხბურთით. რა თქმა უნდა, ტიტული ძალიან კარგია, მაგრამ მირჩევნია ეს ტიტული ჩემი ქვეყნის ნაკრებს ჰქონდეს.

რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?

ახალი და საინტერესო ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი მთელს კონტინენტზე ტარდება, რამდენად საინტერესო და კარგი გამოვა, ამას 11 ივნისიდან ვნახავთ.

მადლობა

 

პოპულარული

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ალ-ხალეჯი - ალ-ჯაბალანი გოლების რაოდენობა 1.5-ზე მეტი ასტერას ტრიპოლისი-აპოლონი სმირნისი 1 კაენი-აიაჩო გოლების რაოდენობა 2,5-ზე ნაკლები

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

მაროკო - მალავი  1 (1.30) სენეგალი - კაბო-ვერდე  1 (1.50) ნოტინგები - ბარნსლი 1 (1.50) ქოვენთრი - სტოკ სიტი X2 (1.50)

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

დეტროიტი-დენვერი ნიკოლა იოკიჩი 24 და მეტი ქულა ბენფიკა-ბოავიშტა 4.5-ზე მეტი ბარათი სენეგალი-კაპო ვერდე  1 რეალი-იუნიქსი 1 ფორა -1.5

Australian Open: პროგნოზები

1. დ. შაპოვალოვი - რ. ნადალი 2 2. გ. მონფილსი - მ. ბერეტინი გეიმები 39.5 მეტი 3. ბ. კრეიჩიკოვა - მ. კიზი გეიმები 21.5 მეტი 4. მ....

ხორვატია – რუსეთი: Logicbet-ის პროგნოზი

ფუტსალი ევროპის ჩემპიონატი. პირველ ტურში ამ გუნდებმა თავიანთი მატჩები მოიგეს, რუსებმა 7:1 გაანადგურეს სლოვაკები, ხოლო ხორვატებმა პოლონელები დაამარცხეს 3:1. რუსებს ტრადიციულად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი...

სენეგალი-კაბო ვერდე: Logicbet-ის პროგნოზი

აფრიკის თასზე ფლეი-ოფები დაიწყო. ასეთი ერთ-ერთი მატჩი გაიმართება სენეგალსა და კაბო ვერდეს შორი. კაბო ვერდე ფლეი ოფში მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მე-3...

უახლესი

სინერი-ციციპასი: Logicbet-ის პროგნოზი

იტალიელი იანიკ სინერი ბრწყინვალე ფორმაშია შესული და წელს მხოლოდ ერთი სეტი აქვს წაგებული იაპონელ ტარო დანიელთან, რომელმაც თავისმხრივ სამ სეტში მოუგო ენდი მარის (6-4,...

ქოლინზი – კორნე: Logicbet-ის პროგნოზი

დანიელე ქოლინზი ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდება ალიზ კორნეს, რომელმაც გზად სიმონა ჰალეპი დაამარცხა თავისი მოძრავი თამაშით, რომელიც დიდ მოთმინებას მოითხოვს. ჰალეპნა  ვერ გაუძლო და 3...

Logicbet-ის დღის ბილეთი #2

დეტროიტი-დენვერი ნიკოლა იოკიჩი 24 და მეტი ქულა ბენფიკა-ბოავიშტა 4.5-ზე მეტი ბარათი სენეგალი-კაპო ვერდე  1 რეალი-იუნიქსი 1 ფორა -1.5

ბენფიკა – ბოავიშტა: Logicbet-ის პროგნოზი

დღეს, ლისაბონში პორტუგალიის ლიგის თასის 1/2 ფინალია. ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები დაუპირისპირდებიან და დიდი ბრძოლაც იქნება. რათქმაუნდა, ბენფიკა ფავორიტია და დიდი ალბათობით მოიგებს კიდეც აღნიშნულ მატჩს. დიდი...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

მაროკო - მალავი  1 (1.30) სენეგალი - კაბო-ვერდე  1 (1.50) ნოტინგები - ბარნსლი 1 (1.50) ქოვენთრი - სტოკ სიტი X2 (1.50)

რეალი-უნიქსი: ევროლიგა. Logicbet-ის პროგნოზი

საკალათბურთო ევროლიგა, სადაც დიდი ბრძოლა მიდის ჩემპიონობაზე. რეალიც და უნიქსიც საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. უნიქსი მე-5 ადგილზეა. მან  ზედიზედ შეძლო და 4 მატჩი მოიგო,...

მსგავსი სიახლეები