სადიო მანე ლივერპულის დატოვებაზე საუბრობს. უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ აფრიკელი შემტევი ახალ სეზონს ბაიერნთან ერთად დაიწყებს.
ჟურნალისტი: უცნაურად არ გეჩვენებათ იმის თქმა, რომ ლივერპულის მოთამაშე აღარ ხართ?
სადიო მანე: რა თქმა უნდა – ეს ძალიან უცნაური გრძნობაა, ენფილდზე დიდებული 6 წელი გავატარე და რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ 6 წლის შემდეგ ლივერპულის მოთამაშე აღარ გერქვას. აქ გატარებული პერიოდი დაუვიწყარი იყო, რადგან მოსვლის პირველი დღიდან ამ გუნდთან ერთად ვარჯიში თუ თამაში, ყველაფერი მსიამოვნებდა.
განსაკუთრებული მომენტი იყო როდესაც საკუთარ მოედანზე დიდებული ატმოსფეროს ფონზე ვთამაშობდით – ლივერპულს საოცარი გულშემატკივრები ჰყავთ აღნიშნა საუბრის ბოლოს სენეგალელმა ფეხბურთელმა.
ავტორი: სანდრო ლოსაბერიძე