რუსი ჩოგბურთელი იანა სიზიკოვა, ხუთშაბათს საღამოს პარიზში დააკავეს. მას შემდეგ, რაც ის ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად წყვილთა თანრიგის მატჩში დამარცხდა. LE Parisien იუწყება, რომ მას გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება ბრალად.
26 წლის ჩოგბურთელი წინა წელს “როლან გაროსზე” წყვილთა თანრიგში მონაწილეობდა. სწორედ მაშინ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება.
WTA რეიტინგში იანა 101-ე პოზიციაზეა.