რუსეთის სპორტის ფედერაციის საპატიო პრედიზენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი უკრაინის მიერ ევრო-2020 ის პლეი-ოფში გასვლას ეხმაურება.
“უკრაინა არ არის რუსეთზე ძლიერი. მხოლოდ ურთიერთ შეხვედრებში შეიძლება გამოავლინო უძლიერესი. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ის სისულელეს ამბობს. ყველა ეს საერთაშორისო რეიტინგი არაფერ ნიშნავს. კი, უკრაინის ნაკრები ყველას მოეწონა, ითამაშეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ყოჩაღ უკრაინელები!” -ამბობს კოლოსკოვი