რეალი-ლივერპული ამ თამაშიდანაც 2 პოზიცია ავარჩიეთ. ესენია ჯარიმების რაოდენობა 26.5 ზე ნაკლები ჯარიმა, 2 მაღალი კლასის გუნდის დაპირისპირება, სადაც მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ, მატჩის სტატუსიდან გამომდინარე მაინც არ ვფიქრობთ, რომ გუნდებმა ზედმეტად იუხეშონ და ამის გამო თამაში ხშირად შეჩერდეს. მეორე პოზიციაა აუტების რაოდენობა 39.5 ზე ნაკლები. ეს პოზიციაც იქიდან გამომდინარე გვგონია, რომ 2 მაღალი კლასის გუნდი თამაშობს, სავარაუდოდ ხშირი იქნება ბურთის გათამაშება, სწრაფი პასები და გუნდებმა ბევრი აუტი არ უნდა მოაწოდონ.
ლოგიკური პროგნოზი:
- 26.5ზე ნაკლები ჯარიმა
- 39.5ზე ნაკლები აუტი
დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი