ჟოზე მაურინიო დაინტერესებულია სერხიო რამოსის “რომაში” გადასვლით.
35 წლის ესპანელი თავისუფალი აგენტი გახდა. მან ამ ზაფხულს დატოვა “რეალი”, სადაც 16 წელი გაატარა.
რამოსს შესთავაზეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის 7.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში. ესპანელმა დასაფიქრებლად დრო ითხოვა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსით “პსჟ”არის დაინტერესებული. სერხიოს და მაურინიოს ერთად უკვე აქვთ ნამუშაევარი “რეალში”.