“მილანი” ძალიან მონდომებულია, რომ “ჩელსის” ფორვარდი ოლივიე ჟირუ შეიძინოს.
“როსონერი” 34 წლის საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთან ათანხმებს კონრაქტს 2023 წლამდე – ამბობს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, ჟირუ “მილანისთვის” მთავარი სამიზნეა. “ჩელსისთან” თანხებზე მოლაპარაკება გრძლედება.
ივნისის დასაწყისში ლონდონელებმა მას კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გაუგრძელეს.
“მილანი” ასევე დაინტერესებულია ჰაკიმ ზიეჯით და ტიემუ ბაკაიოკოთი. მაგრამ”ჩელსის” არ სურს ნახევარმცველების ფასის დაკლება.