მბაპე შემდეგ სეზონშიც “პსჟ”-ს სახელით გამოვა.
“რეალში” თვლიან, რომ ამ ზაფხულს ფრანგის ესპანეთში გადასვლა შეუძლებელია. პარიზელები ამბობენ, რომ მადრიდულ კლუბს ამის ფინანსური რესურსი არ აქვს-წერს Cadena Ser-ი.
“პსჟ” ძალიან ხელგაშლილ წინადადებას აკეთებს არა მარტო კილიანის მიმართ, არამედ მისი ძმის მიმართაც, რომელსაც პარიზულმა გუნდმა 3 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. გუნდის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით კილიანის დატოვებას მოახერხებენ.