“პსჟ” აგრძელებს მუშაობას, რათა “ინტერის” ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმი გადაიბიროს.
ფრანგული კლუბი კონტაქტობს, როგორც “ინტერთან”, ასევე ფეხბურთელის აგენტებთან. პარიზელებს შეუძლიათ მეტი თანხის შეთავაზება და 22 წლის ფეხბურთელისთვის 75 მილიონის გადახდა.
“პსჟ” უფრო და უფრო ახლოსაა გარიგებასთან, წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
ფეხბურთელზე პრეტენზიას აცხადებს ლონდონის “ჩელსიც”. ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელს 60 მილიონი ევრო შესთავაზა.