პორტუგალიაშიც საკმაოდ საინტერესო მატჩი გველოდება ევროპა ლიგის ფლეიოფიდან.
დასუსტებული პორტო ეთამაშება ლაციოს.
დასუსტებულს იმიტომ ვუწოდებ, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის ლიდერი ლუის დიასი ლივერპულში გადავიდა.
პორტო შიდა ჩემპიონატში წარმატებით გამოდის და ჩემპიონობას მას მხოლოდ სპორტინგი ეცილება.
ლაციოს რაც შეეხება, სერია ა-ში საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება და არის იმის შანსი, რომ მომავალი სეზონი ევროტურნირების გარეშე გაატაროს.
დღევანდელი მატჩიდან პროგნოზად ორმაგი შედეგი მაქვს: ვინაიდან პორტო ფავორიტია ამ წყვილში და ეს ორივე გუნდი შემტევი გუნდების კატეგორიას განეკუთვნებიან, მგონია, რომ პორტო მინიმუმ შინ არ წააგებს და ასევე ვფიქრობ, რომ ერთზე მეტი გოლი გავა
- პორტო 1X და 1.5-ზე მეტი გოლი
დასაწყისი: 00:00 საათი
Loading ...