კვირა, 28 ნოემბერი, 2021

პირველი ქართველი მასტერსის ფინალში!

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეკორდს რეკორდზე ამყარებს. ეს ბოლო დღეებია სულ ამაზე გვიწევს საუბარი. ჯერ იყო, კარიერაში პირველი 1/4 ფინალი, შემდეგ ნახევარფინალი.

ახლა კი თამამდ და ამაყად შემიძლია დავწერო, რომ ნიკა პირველი ქართველი ჩოგბურთელია, ვინც კი ოდესმე მასტერსის ფინალში გასულა.

გზა კი ნიკას იოლი ნამდვილად არ ჰქონდა. ჯერ იყო რუსი კარენ ხაჩანოვი, შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი, გუშინ კი ნიკამ მასპინძელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა.

რაც შეეხება მატჩს:

პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე მოიგო, ანგარიშით 7-6. საკუთარ მოწოდებაზე, ორივე ჩოგბურთელი კარგი იყო და ტაიბრეიკზე ისე მივიდნენ, რომ ბრეიკი არც ერთს არ ქონია. ნიკამ აამ სეტში სამჯერ გადაარჩინა მეტოქის სეტ პოინტი, ტაი ბრეიკზე კი თავისივე პირველი სეტ პოინტი გამოიყენა და სეტიც მოიგო.

მეორე სეტში კი ნიკა უბრალოდ შეუდრებელი იყო. ერთადერთი ბრეიკი რომელიც ნიკამ შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა სწორედ ამ სეტში იყო. 3-2 ანგარიშზე ნიკამ ამერიკელის მოწოდება მოიგო და 4-2 დაწინაურდა. ამის შემდეგ ქართველ ჩოგბურთელს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია და სეტი 6-3 დახურა. მატჩი 1:43 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ნიკამ მხოლოდ 3 ეისი შეასრულა, ფრიტცმა კი 11 მაგრამ სამაგიეროდ ფრიტცს 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ნიკას 1-ის წინააღმდეგ.

აქვე ისიც გავიხსენოთ რაც გუშინ ვთქვით. ბასილაშვილმა ფინალში გასვლით 510 ქულა მიიღო და რეიტინგის 27-ე ადგილიც გაინაღდა. 

უკვე მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ამერიკული მასტერსის ფინალში, დღეს ბრიტანელ კამერონ ნორის შეხვდება. ნიკას ნორისთან აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშია და ისიც წააგო, ანგარიშით 0-6, 3-6. ეს მატჩი წელს როტერდამის ტურნირზე ჩატარდა.

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ (თან კარგად დავცადეთ), ჰარდის საფარზე, ნიკას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ასე რომ კიდევ ერთხელ:

წინ ნიკოლოზ!!!…

პოპულარული

იუვენტუსი-ატალანტა: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდონი გვაქვს ტურინში. "იუვე" რომელიც წელს ძალიან არადამაჯერებელია ეთამაშება საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ და მუდამ მებრძოლ ატალანტას. ტურინელები რომ...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 3.5-ზე მეტი ბარათი ნიცა-მეცი 42.5-ზე ნაკლები აუტი ვალენსია-რაიო 50.5-ზე ნაკლები აუტი იუვენტუსი-ატალანტა 37.5-ზე ნაკლები აუტი

ვალენსია-რაიო ვალეკანო: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

მძიმე დღეები უდგათ ღამურებს, აგერ უკვე ბოლო 10 თამაშია მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლეს. არადა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს ვალენსიელებმა. რაიოს რაც შეეხება, ისინი არცისე ცუდად...

ვოლფსბურგი-დორტმუნდი: თორნიკე მალაზონიას პროგნოზი

 ვოლფსბურგმა სეზონი წელს არადამაჯერებლად დაიწყო და მიყოლრბით დაკარგა ქულები. “მგლებმა” მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს და მისი წყალობით რამდენიმე საკმაოდ ხარისხიანი თამაში ჩაატარეს. ცხრილში კი მე-6...

კიოლნი-გლადბახი: თორნიკე მალაზონიას პროგნოზი

დღის მთავარი დაპირისპირება ბუნდესლიგაში, გერმანული დერბი, რომელშიც ორი ძალიან ახლოს მყოფი ქალაქის გუნდი ხვდება ერთმანეთს, მათ სტადიონებს შორის დაშორება ზუსტად 44 კილომეტრია. ხშირად ამ...

მიუნჰენის ბაიერნი – არმინია: ფანის პროგნოზი

ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე,  რომ გადავხედოთ არმინიას მიერ გოლის გატანა არარის გასაკვირი.  ბაიერნის გოლზე აღარაფერს ვამბობ.  დავამატოთ ის რომ გერმანიაა და იქ უყვართ გოლების გატანა, პლუს...

უახლესი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია! კიდევ ერთი დიდი წარმატება ქართულ ძიუდოს. თან სად? რუსეთში! ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა ნიდერლანდების ნაკრები 4-3 დაამარცხეს და...

გენკი-ბრიუგე: ექსპერტის პროგნოზი

ბრიუგემ დროა დაიწყოს ფიქრი ბელგიის ჩემპიონატზე და შანსი ეძლევა 7 ქულიანი ჩამორჩენა შეამციროს როიალ უნიონთან, რომელიც გუშინ შინ ლუვენთან დამარცხდა . ბრიუგეზე ბევრჯერ გვისაუბრია...

ბელენენსეში” 9 კაცით თამაშობდა – ომიკრონი?

“ბელენენსეში” 9 კაცით თამაშობდა. მატჩი, რომ დროზე ადრე დასრულებულიყო ეშმაკობა მოიფიქრეს😳😳😳 “ბენფიკას” წინააღმდეგ კლუბმა 9 ფეხბურთელი გამოიყვანა, სტადიონზე სათადარიგო სკამის მეკარეც თამაშობდა. 🦠 ამ ყველაფერში დამნაშავეა...

მილანი-სასუოლო: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

მილანმა მადრიდში პატარა სენსაცია მოახდინა და ატლეტიკო სტუმრად დაამარცხა, ამით შანსი შეინარჩუნა 1/8 ში გასვლის. დღეს მილანს სასუოლო ესტუმრება და ჩემი აზრით დამარცხდება კიდეც. წინა სეზონში...

ნიცა-მეცი: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

ლიგა 1-ის გვიანდელი თამაში, სადაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ნიცა შინ მიიღებს მეცს და ვფიქრობ, რომ ამ თამაშში არ იქნება 42-ზე მეტი აუტი. ნიცას...

ეუპენი-კორტრაიკი: ლოგიკური პროგნოზი

ბელგიის იუპერლიგაში ეუპენი უმასპინძლებს კორტრაიკს, რომელსაც უკანასკნელი მხოლოდ გოლების შეფარდებით ჩამორჩება, ისე 21-21 ქულა აქვთ. ეუპენს საშინაო 7 შეხვედრაში 8 ქულა და 10:11ზე ბურთების...

მსგავსი სიახლეები