ახალ ზელანდიელი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი ტოკიო-2020 ზე გამოვა და გახდება პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი ოლიმპიადების ისტორიაში. 43 წლის ჰაბარდი 87 კგ-მდე კატეგორიაში გამოვა. მან მამაკაცის სქესი შეიცვალა 2012 წელს და გახდა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.
2017 წელს კი, ქალთა ტურნირზე ვერცხლის მედალოსანი გახდა.ის მომავალი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.