ნიდერლანდების ნაკრებისა და “ლიონის” თავდამსხმელი მემფის დეპაი “ბარსელონა”-ს ფეხბურთელი გახდება.
კატალონურმა კლუბმა უკვე გამოაცხადა მომავალი კონტრაქტის შესახებ, რომელიც გაფორმდება 2022/2023 სეზონის დასასრულამდე. 27 წლის დეპაი ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ფრანგულ გუნდთან, მის კონტრაქტს ვადა 30 ივნისს ეწურება.
განვლილ სეზონში ფორვარდმა 37 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 20 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.