დორტმუნდის “ბორუსიის” ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო კარიერას ინგლისის პრემიერ-ლიგაში განაგრძობს.
გერმანულმა კლუბმა, შეათანხმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ტრანსფერის პირობები, წერს Bild.
“მანკუნიანელები” “დორტმუნდს” 95 მლნ ევროს გადაუხდიან. ბონუსებთან ერთად თანხა 95 მილიონამდე გაიზრდება.
სანჩო “მანჩესტერისგან” 5 წლიან კონტრაქტს მიიღებს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კვირაში 250 ათას ფუნტს გადაუხდიან.