სანამ ევრო2020 დაიწყება, logicbet-ის გუნდი „ვხურდებით“ როგორც შეგვიძლია და ჩვენს პროგნოზებს და ვარაუდებს რა თქმა უდნა თქვენც გიზიარებთ. დღეს საკუთარი პროგნოზის გასაზიარებლად შესანიშნავ მსახიობს, სპორტულ კომენტატორს, კალათბურთელსა და სპორტის კარგ მცოდნეს – ნიკოლოზ გაბელიას მივაკითხეთ:
ვინ არის სამი მთავარი ფავორიტი ევრო 2020-ზე? და რატომ?
პირველ რიგში მოგესალმებით და ულევ წარმატებებს გისურვებთ.
რთულია ბევრ კარგ ნაკრებში სამი ფავორიტი ამოარჩიო, თუმცა ჩემი შეხედულებით ამ სამეულს გაცილებით დიდი შანსი აქვთ ჩემპიონობის ვიდრე სხვას..
პირველ რიგში ეს მოქმედი ჩემპიონებს, პორტუგალიის ნაკრებს ეხება. რადიკალურად გამსხვავენული გუნდით იქნება წარდგენილი რონალდო და კამპანია, რადიკალირად განსხვავებული სტილით, ამის თქმის საშუალებას კი მათი სუპერ შემტევი შემადგენლობა მაძლევს. რონალდო, სილვა, ბრუნო, ჟოაო !!! ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი ….
მეორე ფავორიტი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია, ეს გუნდი იმდენად ძლიერია რომ იმ დაუმარცხებელ ესპანეთის ნაკრებს მაგონებს რომელმაც ყველა და ყველაფერი გააცალმტვერა ვინც წინ აღუდგა !!! არ დაგავიწყდეთ, ამ გუნდს დღევანდელობის ერთერთი საუკეთესო ფორვარდი, კარიმ ბენზემა შეემატა !! ეს კი მათ შეტევით პოტენციალს ერთი ორად ზრდის !!!
მესამე ნაკრებზე ბევრი ვიფიქრე, გონებაშე ერთბაშად ტრიალებს ინგლისიც, იტალიაც და ბელგიაც… ამ სამეულში მაინც ბელგიას გამოვყოფ, გუნდს რომელსაც ოქროს მედლებზე დაგეშილი ოქროს თაობა ჰყავს… თუ ედენ აზარი ფორმაში შევიდა მათი გაჩერება უკვე ძალიან რთული იქნება…
ვინ იქნება შენი აზრით მთავარი იმედგაცრუება (ნაკრები და მოთამაშე) ევროზე და რატომ გგონია ასე?
მთავარი იმედგაცრუება ჩემი აზრით უფანტაზიო ესპანეთის ნაკრები იქნება.. ძალიან, ძალიან არეული შემადგენლობა მიჰყავს ლუის ენრიკეს. რამოსის გარეშე კი ესპანეთი უბრალო გუნდად იქცევა. კაპიტნის გარეშე ევროპის დაპყრობა კი ძალიან რთული იქმება… ჩემი აზრით რამოსს იმხელა ავტორიტეტი აქვს სულ რომ არ ეთამაშა მაინც უნდა წაეყვანა მთავარ მწვრთნელს რადგან გუნდის ერთპიროვნული ლიდერი და მოტივატორია !!!!
მეორე იმედგაცრუება გერმანიის ნაკრები იქნება ამის თქმის საშუალებას კი ის სიკვდილის ჯგუფი მაძლავეს სადაც ეს უკანასკნელი მოხვდა…
ჩემი სუბიექტური აზრით F ჯგუფის მთავარი ფავორიტები მაინც საფრანგეთი და პორტუგალიის ნაკრები არიან…
ვინ იქნება ევროს მთავარი აღმოჩენა ნაკრები და აღმოჩენა მოთამაშე? და რატომ გგონია ასე?
მთავარი აღმოჩენა…
დროა რომ იტალიის ნაკრებმა შეახსენოს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს, რომ მათ კვლავ უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა სურთ. ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მაგრამ არა შეუძლებელი…
სულ მუდამ მაგარი ნაკრების იმიჯის მქონე ინგლისის ნაკრებს კი სიურპრიზების გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს. ცუდად ჟღერს ამ ნაკრების მიმართ მსგავსი შეფასება მაგრამ ფაქტი სახეზეა. მათ ყოველთვის ოქროს თაობა ჰყავდათ, თუმცა სულ მუდამ იმედგაცრუებით ტოვებენ მთავარ საფეხბურთო ზეიმებს !!!
ასევე ბევრ სიურპრიზს ველი უკრაინის და ხორვატიის ნაკრებისგან.
ვის გულშემატკივრობ შენ? და სურვილის გარდა მაქსიმალურად ობიექტურად როგორ გგონია რამდენად აქვს შანსი შენს ფავორიტს?
ჩემი ფავორიტი ნაკრები ზოგადად ესპანეთია, თუმცა ამ ევროზე იმდენად გამაბრაზეს რომ გული საერთოდ აღარ მიშვებს მათკენ.. მთავარი მიზეზი მაინც რამოსის და მადრიდის “რეალის” არცერთი ფეხბურთელის არ გამოძახებაა… სწორედ ამიტომ წელს პორტუგალიის, ხორვატიის და ინგლისის გულშემატკივრად ვიქცევი…
რა იქნება „ახალი“ და საინტერესო მოახლოებულ ევროზე?
რა იქნება ახალი?? არ ვიცი, ალბათ VAR – ი
მადლობა