მას შემდეგ, რაც “კოპა ამერიკას” ნახევარფინალში ბრაზილიამ პერუ დაამარცხა (1:0), ყვითლების ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა, რომ სურს ფინალში არგენტინას დაუპირისპირდეს.
არგენტინა მეორე ნახევარფინალში კოლუმბიას შეხვდება.
“მე მინდა, რომ ფინალში არგენტინა გავიდეს. მე მათ ვუგულშემატკივრებ, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს. აი, ფინალში კი ბრაზილია გაიმარჯვებს”- თქვა ნეიმარმა.