საბჭოთა კავშირის ყოფილმა მეკარემ, ევრო-1968 წლის ნახევარფინალისტმა ანზორ კავაზაშვილმა ევრო-2020-დან რუსეთის გავარდნაზე კომენტარი გააკეთა.
“ჩერჩესოვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, წავა ის თუ არა. ის თავისით არ წავა, სანამ მას არ გაუშვებენ ძალისმიერი მეთოდით. რატომ უნდა წავიდეს? მახსენდება კაპელოს ისტორია, თუ როგორ არ უნდოდა წასვლა.
ეხლა შეიძლება იგივე განმეორდეს. იტყვიან, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და დამნაშავეები არიან სემიონოვი, ზობნინი, შუნინი და საფონოვი. დამნაშავეები იქნებიან მეისრეები, ხოლო ამ სირცხვილის მთავარი მიზეზები ისევ დარჩებიან.
მე არ ვიტყვი: წადი ან დარჩი. არ შეგიძლია – წადი, შეგიძლია – დაამტკიცე. აი, დღეს მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მე მრცხვენია ვთქვა, რომ მე ფეხბურთელი ვარ. აი, სანამდე მიმიყვანა რუსეთის ნაკრების თამაშმა” -თქვა კავაზაშვილმა