უმოტივაციო მეცი უმასპინძლებს ჩემპიონობისთვის მებრძოლ ლილის, რომელსაც კუდში მისდევს პსჟ, მონაკო და ლიონი. 3, 4 და 5 ქულიანი სხვაობა რომელიც მათ აქვთ ნამდვილად არაა ბევრი, მითუმეტეს რომ ორი ტურის შემდეგ ლიონთან ჩადიან სტუმრად სათამაშოდ და შეიძლება ითქვას რომ დარჩენილ 7 ტურში ყველაზე რთული თამაში სწორედ მანდ ელის. აღსაღნიშნია ისიც რომ ლილის ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 8 მოგება აქვს, ასევე მეცის აკლია 7 მოთამაშე. დღევანდელი მატჩის მთავარი არბიტრი გახლავთ კლემენტ ტურპინი რომელიც ძალიან მაღალი დონის მსაჯია მისი ბარათების საშუალო მაჩვენებელი ლიგა 1-ში 14 შეხვედრის შემდეგ 3.07-ია. მისი ნამსაჯები შეხვედრებიდან შესამჩნევია ლიდერების გამარჯვება ოღონდ ბრძოლაში მაგალითად: ნიმი-მონაკო 3-4, ლიონი-პსჟ 2-4, მონაკო-პსჟ 3-2, მონპელიე-ლილი 2-3 და ასე შემდეგ. ლოგიკურად თუ შევაჯამებთ დღეს ლილიმ უმოტივაციო და ლაღად მოთამაშე მეცის უნდა მოუგოს, ბოლო ხუთ ურთიერთშეხვედრას თუ ავიღებთ მეცის კედლებში 4 ლილიმ მოიგო და აქედან 2ზე ნაკლები გოლი არცერთ მატჩში არ გაუტანია.
ლოგიკური პროგნოზი:
- ლილის მოგება
- ლილის 1.5-ზე მეტი გოლი
- 3.5ზე ნაკლები ბარათი
დასაწყისი თბილისის დროით: 23:00 საათი