არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის დროს კოჭთან ღია ჭრილობა მიიღო.
“კოპა-ამერიკის” ნახევარფინალური მატჩის 49-ე წუთზე შეცვალზე შემოსულმა “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელმა ფრან ფაბრამ უხეშად ითამაშა არგენტინელის წინააღმდეგ. ის ისე ცუდად შეუვარდა მესის ფეხებში, რომ ამ უკანასკნელმა კოჭთან ღია ჭრილობა მიიღო და სისხლი წამოუვიდა. მსაჯმა დაინდო კოლუმბიელი და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
ფაბრა მივიდა მესისთან და ბოდიში მოუხადა, ხოლო მატჩის შემდეგ მათ მაისურებიც გაცვალეს.