ლიონელ მესის ახალი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ შესაძლოა 10 წელზე იყოს გათვლილი და ის 3 ეტაპად დაიყოფა.
როგორც AS იუწყება, პირველი ეტაპი მოიცავს კლუბში, როგორც ფეხბურთელის კონტრაქტს და ის 2 წლიან პერიოდს მოიცავს. მეორე ეტაპი მოიცავს მესის, როგორც „ბარსელონას“ ელჩის კონტრაქტს, იმ შემთხვევაში, თუ ის MLS-ში განაგრძობს კარიერას, ხოლო ბოლო მესამე ეტაპი კი მოიცავს აშშ-დან დაბრუნების შემდეგ „ბარსელონას“ სპორტულ მენეჯმენტში მუშაობას.
ჯერჯერობით, მესი თავს იკავებს ამ წინადადებისგან, რადგანაც უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდება კლუბის პრეზიდენტის ჟოან ლაპორტასგან.