Marca-ს ცნობით არის რამდენიმე ნიუანსი, რაც ხელს უშლის მესისა და “ბარსელონას” შორის კონტრაქტის დადებას.
პირველი- მესის ჭირდება გარანტია, რომ მას კონტრაქტში მითითებულ თანხას გადაუხდიან, მიუხედავად კლუბში არსებული კრიზისა თუ მომავალში შესაძლო პანდემიის ახალი ტალღისა.
მეორე- მესის და მის ასისტენტებს სურთ, რომ “ბარსელონამ” გადაიხადოს ყველა ის თანხა, რაც მას დაუგროვდა არგენტინელის მიმართ.
მესამე- გადასახადები. თუ კი მესის მოუწევს ახალი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხიდან დიდი წილის გაგასახადებში გადახდა, მაშინ ის წავა აშშ-ში (MLS), სადაც მას იგივე თანხას პირდებიან.
ასევე, მესი დღემდე არ არის დარმწუნებული გუნდის ახალ პროექტში. მართალია “ბარსამ” დაიმატა მემფის დეპაი, კუნ აგუერო და ერიკ გარსია, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ეს საკმარისია კლუბის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.