“პსჟ” არ გააფორმებს მესისთან რაიმე კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისის შემდეგ თავისუფალი აგენტია.
პარიზელები უკვე აღარ ეცდებიან მოლაპარაკებებს, წერს El Espanol Le Parisien-ზე დაყრდნობით.
სავარაუდოა, რომ არგენტინელი ისევ “ბარსელონასთან” გააგრძელებს კონტრაქტს. ჯერ ეს ვერ მოხერხდება, რადგანაც კატალონურ გუნდს დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. ლა ლიგა “ბარსას” ახალი მოთამაშეების რეგისტრირების უფლებას არ აძლევს.