დღეს დილას მაიამიში (ფლორიდის შტატი, აშშ) Hard Rock Stadium-ზე გაიმართა კრივის შოუ.
მთავარი მოვლენა იყო მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ფლოიდ მეიუეზერის (50-0, 27 КО) გამოსვლა ბლოგერის ლოგან პოლის (0-1) წინააღმდეგ. ბრძოლა 8 რაუნდი გაგრძელდა.
რადგანაც ბრძოლა საჩვენებელი იყო, არც მსაჯები იყვნენ და შედეგიც არ გამოქვეყნებულა.
“ის უკეთესი გამოდგა, ვიდრე ველოდი. ის საშიში მეტოქეა. კარგი ექშენი იყო, მე კმაყოფილი ვარ. მე მისით გავოცდი. რა იქნება შემდეგ? ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება მომავალში, მაგრამ მე ამაზე ჩემ ჯგუფს დაველაპარაკები და ვნახოთ, რას ვიზამთ “-განაცხადა ფლოიდ მეიუეზერმა.