კვირა, 17 ოქტომბერი, 2021

მგონი დროა ბარსაში კუმანი დასრულდეს …

რონალდ კუმანმა გადაიტანა პრეზიდენტის ცვლილება და დღემდე ბარსელონას მწვრთნელია. რაც საკმაოდ დიდი შეცდომაა ჟოან ლაპორტას მხრიდან, რომელიც საკმაოდ სუსტად გამოიყურება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჰოლანდიელის სადმე სხვაგან გადაბარგების დროა, თუმცა ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი? ამაზე ცოტა ქვემოთ.

როცა ლაპორტამ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, მისგან ორი მთავარი საკითხის მოგვარებას ელოდნენ:

შეენარჩნებინა მესი და მოეძებნა შესაფერისი კანდიდატი, ბარსელონას მწვრთნელის პოსტზე.

რეალობაში კი მესი პარიზშიი ფულს აკეთებს, კუმანი კი ისევ კატალონიაში იტანჯება და ტანჯავს გუნდსაც.

გასულმა სეზონმა, კარგად გამოაჩინა ჰოლანდიელის პლიუსები და მინუსები. ბარსელონა სტაბილურად უგებდა ისეთ გუნდებს, რომლებთანაც აუცილებელი ქულები უნდა აეღო. კუმანმა ახალგაზრდებიც წარმატებით ამოწია მთავარ გუნდში. ბოლოს თასიც კი მოიგეს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახლში არ გაგიშვან…

მაგრამ სად სად და ბარსელონაში?

რაც კი სერიოზული მატჩი იყო კატალონიელებმა ყველა დათმეს. კლასიკო რეალთან, ატლეტიკოსთან ლა ლიგაში, პეესჟესთან ლიგაზე და ლა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე სელტასთანაც.

ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა კუმანმა პირწმინდად წააგო, თუმცა დღემდე ბარსაშია და ეს სავარაუდოდ დიდი შეცდომაა ლაპორტას მხრიდან.

კუმანის მძიმე მდგომარეობას მისივე სიტყვები უსვამს ხაზს. ბაიერნთან 0-3 მარცხის შემდეგ ჰოლანდილემა ჟურნალისტებთან განაცხადა:
„ჩვენ მათთან 2-8 წავაგეთ მაშინ, როცა გვყავდნენ მესი, სუარესი და გრიზმანი. ახლა კი იყვნენ ბალდე, დემირი და მინგესა. მე უბრალოდ რეალისტი ვარ.“ წესით და რიგით ამ განცხადებით კუმანმა ყველა უკან დასახევი გზა მოიჭრა. განცხადება, რომელიც ძალიან არაეთიკური იყო, აუცილებლად იმოქმედებს ახალგაზრრდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და უნდ შეარყიოს ჰოლანდიელის ავტორიტეტიც.

თავისმხრივ, ისიც ფაქტია რომ კუმანი სიმართლეს იძახის. რონალდი მივიდა გუნდში, რომელიც ვარსკვლავებით იყო დახუნძლული, ახლა კი მუშაობს ორგანიზაციაში, სადაც დიდი კრიზისია, ყველა ევროცენტს უფრთხილდებიან და სერიოზულად ამყარებენ იმედებს მარტინ ბრაიტვეითზე.

კუმანი კი არ განეკუთვნება იმ მწვრთნელების სიას, რომელსაც აქვს რაიმე ფილოსოფია, სტრუქტურა ან მენტორული თვისებები, რომ გუნდმა სწორი და გამართული ფეხბურთი აჩვენოს. ხანდახან, ბარსელონა სიპატიურად გამოიყურება, თუმცა უმეტესად კატალონიელები თამაშობენ, როგორც საშუალო დონის გუნდი, რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდით და ასევე საშუალო დონის მწვრთნელით.

გასაკვირია ისიც, რომ ბარსას რიგებში ამჟამად მხოლოდ 5 ნახევარმცველია: ასაკში მყოფი ბუსკეტსი, პუჩი, პედრი და დე იონგი. აი მაგალითად რეალსა და ატლეტიკოში თთქმის 2ჯერ მეტი ჰავბეკია.

კუმანს კი ამასობაში მხოლოდ ერთი „კოზირი“ რჩება. მემფის დეპაი… როგორი კოზირი შეიძება იყოს დეპაი ამის განსჯა თქვენთვის მომინდია, დასკვნა კი ასეთია:
კუმანის ყოველი დღე ბარსელონაში, არაფრის მომცემია, მას არ აქვს, „სქილები“ რომლითაც გააუმჯობესებს ან გამოასწორებს ამ ბარსელონას თამაშს. დროა კატალონიელები ჰოლანდიელს დაემშვიდობონ.

და აი დავუბრუნდით ისევ იმ თემას თუ ვინ შეიძება ჩაანაცვლოს კუმანი. კანდიდატი კი მხოლოდ ერთა.

ჩავი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ კლუბში ბრწყინავდა და კატალონიური დეენემის მატარებელია. მას უკვე მთავარი მწვრთნელობის გამოცდილებაც აქვს. მართალია დაბალი დონის ჩემპიონატში, მაგრამ მაინც გამოცდილება. აქამდე ესპანელმა ლეგენდამ არაერთხელ თქვა უარი ბარსას შემოთავაზებებზე, თუმცა ახლა სხვა დროა და ბევრად მეტი პრობლლემები.

დროა ვიღაცამ ბარსას უშველოს, ამოიყვანოს იმ ჭაობიდან, რომელშიც გუნდი ჩავარდა. მართალია ეს ყველაფერი მესის გარეშე, თმცა ეს ჩავის წისქვილზე ასხამს წყალს. ესპანელი მუშაობას მშვიდად დაიწყებს (თუ დაიწყებს), არ მოუწევს ავტორიტეტებთან მოლაპარაკებები და გუნდის მართვა სრულად მის ხელში იქნება. ასე რომ ჩავის ისღა დარჩენია, რომ ლაპორტასთან შეთანხმდეს, მოითხოვოს გარკვეული დრო, რომ ბარსელონა იმ ძველ ბარსას, თუნდაც დაამსგავსოს მაინც. რა თქმა უნდა ამ გზაზე ესპანელს ბევრი წინაღობა შეხვდება და გუნდიც ისეთი ვერ იქნება როგორც ადრე, მაგრამ ბარსელონა საკუთარი სათამაშო სტილით და ფილოსოფიით ეცდება ტიტულების მოგებას.

ლაპორტასაც მხოლოდ ის დარჩენია, რომ დააბრუნოს ლეგენდა შინ და მისცეს შანსი. ჟოანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მასზე გაცემული ავანსები ფუჭი არ იყო და ბარტომეუზე უკეთესია, თორემ კუმანის ყოველი დღე ბარსას მწვრთნელის რანგში საწინააღმდეგოს მეტყველებს.

პოპულარული

ლესტერი-მანჩესტერ იუნაიტედი: ლოგიკური პროგნოზი

ეს მანჩესტერის პირველი დაპირისპირებაა მინი გრანდთან რონალდოს მოსვლის შემდეგ. საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა, რიგით კი მეხუთე ამ გუნდის მწვრთნელებს შორის, როჯორსი ლესტერს 2019-2020 წლის სეზონიდან...

ბრენტფორდი-ჩელსი: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

სანაკრებო ბატალიების შემდეგ შიდა ჩემპიონატები განახლდა. ერთ-ერთ ასეთ მატჩში ჩელსი სტუმრად თამაშობს პრემიერლიგის დებიუტანტ ბრენტფორდთან და ვფიქრობ 3 ქულასაც მოიპოვებს. რათქმაუნდა ეს იოლი არ იქნება, მაგრამ...

ბარსელონა-ვალენსია: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

კატალონიის დედაქალაქში ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება. კატალონიელები წელს ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებიან. იგივეს თქმა შეიძლება ვალენსიაზე, რომლებმაც სეზონი კარგად დაიწყეს და ბოლო პერიოდში ცოტა მოუკლეს....

Logicbet-ის დღის ბილეთი

სიტი-ბარნლი  35.5-ზე ნაკლები აუტი ლაციო-ინტერი 36.5-ზე ნაკლები აუტი ლიონი-მონაკო 41.5-ზე ნაკლები აუტი ბრენტფორდი-ჩელსი  2

იუვენტუსი-რომა: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

ტურინში დიდი მატჩია. ტურინს ქალაქელები ესტუმრნენ და იოლად რათქმაუნდა არაფერს დათმობენ . რომს შანსი აქვს, ინტერის მარცხით ისარგებლოს და ცხრილში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლოს, მაგრამ...

მანჩესტერ სიტი – ბარნლი: ლაშა კაიშაურის პროგნოზი

ქალაქელებს დღეს წესით იოლი გასეირნება უნდა ქონდეთ ბარნლისთან და დაგეგმილი 3 ქულაც უნდა აიღონ. როგორც თითქმის ყველა საშინაო თამაშში, აქაც მგონია, რომ დიდი ახსნის გარეშე...

უახლესი

Ligicbet-ის ფანების ბილეთი

1. ბოდო გლიმტი-სარპსბორგი 1 და 2.5-ზე მეტი გოლი (1.6კ) 2. გალათასარაი-ქონია ორივე გაიტანს 3. ევერტონი-ვესტ ჰემი 8.5-ზე მეტი კუთხური 4. სტრასბურგი-სტ ეტიენი 45.5-ზე მეტი აუტი

ლევერკუზენი-ბაიერნი: დავით ღამბაშიძის პროგნოზი

ბუნდესლიგაში დღეს სუპერ დაპირისპირებაა, სადაც ლევერკუზენის ბაიერი უმასპინძლებს მიუნხენის ბაიერნს. ცხრილში სრული თანაფარდობაა 7 ტურის შემდეგ 16-16 ქულა და საკუთარ კარშიც კი 7-7 ბურთი...

ჯენოა – სასუოლო: კოკა კვერნაძის პროგნოზი

ამ თამაშიდან ბარათებს შემოგთავაზებთ. შეხვედრას მსაჯობს დანიელე კიფი, რომელიც 3,5> ბარათს თამაშებში კარგად არიგებს და თან თუ გადავხედავთ ამ გუნდების სათამაშო სტილს და განწყობას,...

Logicbet-ის დღის ბილეთი #1

1. ოდენსე-რანდერსი ორივე გაიტანს (1.7კ) 2. ლევერკუზენი-ბაიერნი 9.5 მეტი კარში დარტყმა (1.5კ) 3. ემპოლი-ატალანტა 9.5-ზე მეტი კუთხური (1.6კ) 4. აუგსბურგი-არმინია 3.5-ზე მეტი ბარათი (1.7კ)

ხიმკი – ახმატი: კოკა კვერნაძის პროგნოზი

 ორი საკმაოდ უხეში გუნდის დაპირისპირება გაიმართება დღეს რუსეთში. ხიმკიც და ახმატიც სათანადო სათამაშო კლასით ვერ გამოირჩევიან და ძირითადად ხისტი ვარდნებით ცდილობენ მეტოქეების შეჩერებას. გადავხედოთ...

ნიუკასლი – ტოტენჰემი: კოკა კვერნაძის პროგნოზი

ამ თამაშიდან აუტების ნაკლებს შემოგთავაზებთ. ორივე გუნდს უყვარს ცენტრიდან თამაში, ბურთის კონტროლი და ფლანების დატვირთვა ნაკლებად ახასიათებთ. ნიუკასლი საშინელ ფორმაშია და დღევანდელი მატჩიდან შეტევაზე...

მსგავსი სიახლეები